საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია

სლოვაკეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის თანახმად, კომიტეტი საქართველოს ევროპული პერსპექტივის პროცესს მხარს უჭერს და ფიქრობს, რომ ამ მიზნის მისაღწევად ძალისხმევის გაზრდაა საჭირო.