რუსეთის პროვოკაციული ქმედებების და მცოცავი ოკუპაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ ირლანდიელი სენატორები და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერას უცხადებენ. სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად უკვე მიიღო. სენატორებმა დაგმეს საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები. დერმუდ უილსონის განცხადებით, იგი შეძრწუნებულია მიმდინარე პროცესით.