საქართველოს მხარდაჭერა უკრაინას

გზავნილები კიევს თბილისიდან.

საქართველო უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და ჰუმანიტარულ ტვირთს უგზავნის. პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის პირველი დიპლომატი აქცენტს იმ საერთაშორისო ფორმატებზე აკეთებენ, სადაც ქართულმა დელეგაციამ განცხადებების თუ რეზოლუციების მხარდაჭერის სახით უკრაინის მხარდამჭერი გზავნილები გააჟღერა. მთავრობის მეთაური დღეს კიდევ ერთხელ განმარტავს, თუ რატომ არ უერთდება საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულ სანქციებს, რომლებსაც ომის შეჩერების თვალსაზრისით არაეფექტურად მიიჩნევს. მთავრობის ხელმძღვანელის დღევანდელი გამოსვლის ერთ-ერთი ადრესატი ყოფილი სახელისუფლებო პარტია იყო, რომელსაც პრემიერმა 2008 წლის მოვლენები გაახსენა და მოქალაქეების გულწრფელი ემოციების საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობაში დაადანაშაულა.