საქართველოს მედიაგარემო, საფრთხეები და მხარდამჭერი მექანიზმები. „მედიახმამ“ ამ მიმართულებით კვლევა ჩაატარა და პრეზენტაცია წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა პოლიტიკური პოლარიზაციაა. შეფასებულია ასევე რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შედეგად ქართულ მედიაგარემოში არსებული რისკები. ყურადღება გამახვილებულია საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე.
კვლევა „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ მხარდაჭერით ჩატარდა.