საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პირველ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს, დღესასწაული განსაკუთრებით ბოდბეში იზეიმეს. საზეიმო წირვა ეპარქიის წინამძღვარმა, მეუფე იაკობმა, სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, მან მრევლს ნინოობა მიულოცა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა.