დღეს გიორგობაა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. დილიდან ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა.
სამების საკათედრო ტაძარში მსახურება უწმინდესის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა. ქადაგების დროს მან ჭეშმარიტებასა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.