მადლობა, ტაში და ოვაციები – გულშემატკივრის შეხვედრა საქართველოს ნაკრებთან.
ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული ფეხბურთელები გუშინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან თავისუფლებამდე ქომაგებმა ცოცხალი ჯაჭვით მიაცილეს. ბიჭები, რომელთა სახელი და გვარები არამარტო საქართველომ, არამედ მსოფლიომაც გაიცნო. ღია ავტობუსით მათ დედაქალაქის ქუჩები გაიარეს და მხარდამჭერებს მადლობა პირადად გადაუხადეს. გერმანიის სტადიონების შემდეგ ნაკრებმა საქართვლოს სახელმწიფო ჰიმნი ქომაგებთან ერთად უკვე თავისუფლების მოედანზე შეასრულა, შემდეგ კი გუნდის ჰიმნად ქცეული სიმღერები მათთან შესახვედრად მისულ გულშემატკივრებთან ერთად იმღერა.
შეხვედრა ევრო 2024-დან სამშობლოში დაბრუნებულ ფეხბურთელებთან, დაუვიწყარი ემოცია და კადრები, რომელიც ისტორიას დარჩება – რა ხდებოდა გუშინ დედაქალაქში, ნახეთ „მოამბის“ სიუჟეტში.