საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა პოლონეთში.
კრაკოვში ქართული კულტურის და ხელოვნების უნიკალური ნიმუშებია წარმოდგენილი. გზა პალეოლითის ეპოქიდან დღემდე – კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში გახსნილ მასშტაბურ გამოფენაზე დამთვალიერებელი ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველა მნიშვნელოვან ეტაპს გაეცნობა. პოლონეთში 14 მუზეუმის კოლექციები ჩაიტანეს.
მათ შორის დამთვალიერებელი უძველეს ჭურჭელს, იარაღს, სამკაულებს, ფერწერულ ტილოებს და ქართული კულტურისა და ხელოვნების არაერთ უნიკალურ ექსპონატს იხილავს. გამოფენის მთავარი მიზანია, დამთვალიერებელს კიდევ ერთხელ აჩვენოს, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილია.
კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში ექსპოზიცია 15 სექტემბრამდე დარჩება.