საქართველო დანიაში – კოპენჰაგენში ქართული კულტურის დღეები დაიწყო.
ევროპელი მაყურებელი გაეცნობა ქართულ ფოლკლორს, ქორეოგრაფიას, თეატრსა და კინოს. ნაჩვენები იქნება ცნობილი ქართული ფილმები, გაიმართება მასტერკლასებიც. დღეს საკუთარ შემოქმედებას ანსამბლი „ბასიანი“ წარმოადგენს.
კულტურის დღეები დანიაში წელს მეორედ ტარდება. ორგანიზატორები გასული წლის გამოცდილების გათვალისწინებით ათასობით სტუმარს ელოდებიან. კოპენჰაგენში შეკრებილი აუდიტორია მრავალფეროვან პროგრამას იხილავს, რომლის მიზანიც ჩრდილოეთ ევროპაში ქართული კულტურის ცნობადობის გაზრდაა. ორგანიზატორი საქართველოს კულტურის სამინისტროა.