საქართველო კონსტიტუციის დღეს აღნიშნავს.
28 წლის წინ, სწორედ ამ დღეს, 1995 წელს საქართველოს დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ ქვეყნის მთავარი კანონი მიიღო, რომელმაც სახელმწიფოს სამართლებრივი სტატუსი, ღირებულებები და პრინციპები განსაზღვრა. დოკუმენტი 1921 წლის კონსტიტუციის ტექსტის საფუძველზე შეიქმნა, რომელიც დამფუძნებელმა კრებამ მიიღო და საბჭოთა ოკუპაციის გამო, მხოლოდ ოთხი დღე იყო ძალაში.