საქართველოს კინოინსტიტუტი 2024 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული სტენდით დამოუკიდებლად წარდგება. პრესკონფერენციაზე საქართველოს კინოინსტიტუტის წევრებმა წარადგინეს სტრატეგია, თუ როგორ მოხდება ქართული კინოს პოზიციონირება საერთაშორისო ასპარეზზე. ამავდროულად, ინსტიტუტმა საზოგადოებას გააცნო, თუ რა კონკრეტულ აქტივობებს გეგმავს ბერლინალეზე. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში შერჩეულია ლანა ღოღობერიძის დოკუმენტური ფილმი „დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“. ფილმი ასახავს შვილისა და დედის, რეპრესირებული პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ხუციშვილი-ღოღობერიძის ურთიერთობას.