საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გუნდი 43 წლის მაკედონიელმა სპეციალისტმა დონე ბოშკოვსკიმ ჩაიბარა, რომელიც ადრე თავისი ქვეყნის ნაკრები გუნდის მწვრთნელად მუშაობდა. მას ასისტენტობას ტიტე კალანდაძე გაუწევს.
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ტურნირის შეხვედრები 12-14 იანვარს კლაიპედაში გაიმართება. ჩვენი გუნდის მეტოქეები მასპინძელი ლიტვის გარდა, ლატვიისა და ისრაელის ნაკრები გუნდები იქნებიან. შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლებას ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს.
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები გუნდი მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ემზადება და ლიტვაში დღეს გამთენიისას გაემგზავრება.