საქართველოს პატრიარქი მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნის შეძენის გამო. „დიდი სიხარული მოგვანიჭა ცნობამ იმის შესახებ, რომ კრისტის აუქციონზე ქართული მხარის მიერ შეძენილ იქნა პალიმფსესტი, რომელიც მოიცავს, ერთი მხრივ V-VII საუკუნეების არამეულ ენაზე გადაწერილ მასალას, არსებითად ბიბლიურ და ასკეტურ ფრაგმენტებს, რასაც წმინდა წერილის ტექსტის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს, ხოლო, მეორე მხრივ, სინას მთაზე მოღვაწე უდიდესი ლიტურგისტის, იოანე-ზოსიმეს მიერ 979 წელს გადაწერილ ტექსტებს, რომლებიც ქართული საეკლესიო ლიტერატურის ისტორიისთვის უაღრესად ფასეულია.” – ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.