საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წერილს ავრცელებს. ილია მეორე 1918-21 წლების მოვლენებს იხსენებს და 26 მაისს საქართველოსთვის გამორჩეულ თარიღს უწოდებს. „როდესაც ბოლშევიკებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს, ჩვენი საზოგადოება რეჟიმს თავიდანვე დაუპირისპირდა და მისგან გათავისუფლებას მთელი მონდომებით ცდილობდა. ჩვენმა ხალხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, უნდა იცოდნენ ამ გმირთა სახელები. საბჭოთა ათეისტური რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოსთვის შეწირულთა ისტორია, რადგან ეს წარსული ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი დღევანდელობის საფუძველია.“ – წერს პატრიარქი.