საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი შიო ხეცურიანი ფედერაციას არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს. ერთ-ერთ არგუმენტად მას კალათბურთელთა გაერთიანებისთვის ფედერაციის წევრობაზე უარი მოყავს.  გაერთიანებაში 64 სპორტსმენია და მას ნაკრების წევრი გიორგი ცინცაძე თავმჯდომარეობს. ბრალდებებს უარყოფს ფედერაციის პრეზიდენტი.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 11 დეკემბერს გაიმართება. ამ ეტაპზე რეგისტრირებულია 4 კანდიდატი. სიას შესაძლოა ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძეც დაემატოს.