პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის საქართველოს მაღალი რანგის სტუმრები ეწვევიან
ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას მსოფლიოს 55 -მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოს ეწვევიან მაღალი რანგის სტუმრები 20-ზე მეტი ქვეყნიდან და 16 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ასევე, ვიზიტის ფარგლებში მაღალი თანამდებობის პირები სამუშაო შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, აღმასრულებელი და საკანონდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავენ.
საპატიო სტუმრებს შორის არის საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და თავდაცვისა და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრები. მათ ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი საფრანგეთის ელჩმა გააკეთა.