საქართველოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე

ისტორიული განაცხადის გაკეთების შემდეგ ოფიციალური თბილისი ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსს ელოდება.

პროგნოზები ოპტიმისტურია, თუმცა ზუსტი დრო, თუ რამდენ ხანს შეიძლება მოუწიოს ქვეყანას ლოდინი, არ სახელდება. მმართველ გუნდს იმედი აქვს, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ტემპი პროცესს დააჩქარებს. სწორედ 2014 წელს გაფორმებული შეთანხმების პუნქტობრივად შესრულებაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოიპოვებს ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. თუმცა ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე ეტაპია გასავლელი. ხელისუფლებისგან გასხვავებით, სკეპტიკურადაა განწყობილი ოპოზიცია, რომელიც პროცესის დასაჩქარებლად რეფორმების დროულად გატარებას ითხოვს.

ანა ბროლაძე არკვევდა, როგორ აპირებს ქვეყანა იმ შესაძლებლობის გამოყენებას, რომელიც უკრაინაში დაწყებულმა ომმა გააჩინა და რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთება ორი წლით გადმოწია.