ტელემაუწყებლობის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს პირველი არხის მარკა გამოიცა. 2022 წელს საქართველოში პირველი ტელემაუწყებლობის დაწყებიდან 65 წელი შესრულდა, შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელს მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა აქვს დაგეგმილი, მათ შორისაა საქართველოს ფოსტასთან თანამშრომლობაც.
მარკის ესკიზზე საქართველოს ფოსტამ და პირველმა არხმა ერთობლივად იმუშავეს. მარკის შეძენა მსურველებს ფოსტის ნებისმიერ ფილიალში შეუძლიათ.