საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება.
საგარეო უწყებამდე შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის სენატს მიმართა სიტყვით. სპიკერმა ილაპარაკა გეოპოლიტიკაზე, რეგიონალურ უსაფრთხოებაზე, რუსეთის აგრესიასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე. პლენარულ სხდომაზე გამოსვლამდე შეხვედრები გაიმართა პარლამენტის ორივე დონეზე – სენატსა და დეპუტატთა წარმომადგენლობით პალატაში. ყველა ფორმატში დისკუსიის მთავარი თემა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია და საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები იყო. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხაზი გაესვა რუმინეთის ძლიერ და ღია მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.