საქართველოს ევროპული პერსპექტივა - შალვა პაპუაშვილის ვიზიტი რუმინეთში

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი რუმინეთში. შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით დილიდან შეხვედრები იმართება. დისკუსიის მთავარი თემებია – ორმხრივი ურთიერთობები, გეოპოლიტიკა, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, რუმინეთისა და საქართველოს როლი საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით. საუბარი უკვე შედგა რუმინეთის სენატის პრეზიდენტთან. აუდიენცია გაიმართა დეპუტატთა პალატის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთანაც.

დღესვე შალვა პაპუაშვილი სენატის პლენარულ სხდომას დაესწრება, სადაც დაგეგმილია მისი გამოსვლა. დღის მეორე ნახევარში კი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გაიმართება შეხვედრა.

თეონა მანაგაძე აშუქებს ვიზიტს.