რას ელოდება ბრიუსელი 12 რეკომენდაციის გაცემის შემდეგ საქართველოდან – საინტერესო აქცენტები და მინიშნებები იკითხება იმ პასუხებში, რომლითაც ევროკავშირის ელჩმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
დეპოლარიზების შემცირების პროცესში კარლ ჰარცელი მთავრობის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ხედავს, თუმცა მიუთითებს ოპოზიციის როლზეც. 12 პუნქტის გარშემო ხელისუფლების, ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის ერთად მუშაობა, რეფორმების საერთო დღის წესრიგის შემუშავება და სასამართლოში რეზონანსული საქმეების უმაღლესი სტანდარტებით წარმართვა ელჩის მთავარი გზავნილია.
დიპლომატის მხრიდან საკმაოდ ნეგატიურ კონტექსტში ფასდება ის განცხადებებიც, რომლებიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე ცალკეული დასავლელი პარტნიორების სურვილს ეხება.
ელჩის პოზიცია არ ემთხვევა „ქართული ოცნების“ იმ განმარტებებსაც, რომლის მიხედვით კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღების დროს ევროკავშირმა ომის და გეოპოლიტიკური ფაქტორებით იხელმძღვანელა.
ნათია ქენქაძემ მოუსმინა ევროკავშირის ელჩს, რომელიც საქართველოში ოთხწლიან მისიას ასრულებს.