საქართველოს ევროპული პერსპექტივა - ევროკომისიის რეკომენდაცია ცნობილია

ევროკომისიის რეკომენდაცია ცნობილია. ასოცირებული ტრიოს ქვეყნებიდან ორს – უკრაინას და მოლდოვას მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი. საქართველოს კი მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა წევრობის სტატუსზე. დასახელდა კონკრეტული მიმართულებები, რომელთა შესრულების შემდეგაც შეფასდება და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ერთობლივ პრესკონფერენციას ანა ბროლაძე დაესწრო.