საქართველოს ევროპული პერსპექტივა

მმართველ გუნდში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაში თითქმის დარწმუნებულები არიან. მათი განმარტებით, ქვეყანამ ყველა პირობა შეასრულა და აღნიშნული სტატუსის ღირსია. მათი თქმით, ახლა ჯერი ევროკავშირზეა, მიანიჭებს თუ არა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რაც კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს იმას, რომ აღნიშნული ქვეყნები, ევროპისთვის ღირებული პარტნიორები არიან.