ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინში, მმართველ გუნდსა და ოპოზიციის ნაწილს შორის ურთიერთბრალდებები მწვავდება. ხელისუფლება ოპონენტებს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს. ბრალდებებს უარყოფენ ოპოზიციაში და „ქართულ ოცნებას“ სთხოვენ შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინონ. ამასთან აცხადებენ, რომ თუ ქვეყანა ევროსტრუქტურებისაგან დადებით პასუხს ვერ მიიღებს, ამის მიზეზი მმართველი პარტია იქნება.