ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული და ევროკომისია მუდამ დაიცავს ამ პრინციპს, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ალიანსის გაფართოების მიზნით ქვეყნების მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა.
სტრასბურგში ქართული დელეგაცია შეხვედრებს აგრძელებს. თემა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და შესრულებული მითითებებია. ევროპარლამენტართა ნაწილის მხრიდან გაკეთდა მხარდამჭერი განცხადებებიც. ითქვა, რომ შეცდომა იყო, როდესაც საქართველოს არ შესთავაზეს სტატუსი მოლდოვისა და უკრაინის მსგავსად.
ანა ბროლაძე სტრასბურგიდან.