საქართველოს შანსები და მოლოდინები კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, კვლავ განხილვის თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. უმრავლესობის განცხადებით, საქართველო ასოცირებულ ტრიოში საუკეთესოა რეფორმების გატარების თვალსაზრისით და სტატუსს იმსახურებს.
მათი განცხადებით, იმედია, ევროკავშირი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. მათივე თქმით, ოპოზიცია ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს. რაც შეეხება მმართველი გუნდის ოპონენტებს, მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა სტატუსს მიიღებს, ეს ქართველი ხალხის დამსახურება იქნება, რადგან ხელისუფლება სტატუსისთვის რეალურ რეფორმებს არ ატარებს და ანტიდასავლურ კამპანიას ეწევა.