ისტორიული თარიღი – ასე აფასებენ დღევანდელ დღეს ევროპელი ლიდერები. სამიტის დაწყებამდე გაკეთებულ შეფასებებში აღინიშნა, რომ ასოცირებული ტრიოს ადგილი ევროპულ ოჯახშია. ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი პირები იმედოვნებენ, რომ ევროპულ პერსპექტივას სამივე ქვეყანა, ხოლო სტატუსს უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ. ლიდერების განცხადებით, უკრაინის მორალური გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მინიჭება.