მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ისტორიაში – ქვეყანა ევროკომისიის დასკვნას ელოდება. ცნობილია, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე, კომისიის შეფასების დოკუმენტი დღეს გასაჯაროვდება, თუმცა, უცნობია კონკრეტული დრო. დაგეგმილია ურუსლა ფონ დერ ლაიენისა და ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენციაც. ამ დოკუმენტზე დაყრდნობით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა 23-24 ივნისს, ევროსამიტზე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება აძლევენ თუ არა უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს გაერთიანების წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ბრიუსელში იმყოფება მოამბის გადამღები ჯგუფი.
ანა ბროლაძე ბრიუსელიდან.