რუმინეთის შემდეგ ირლანდია – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დილიდან შეხვედრებს მართავს ირლანდიელ კოლეგებთან.
რამდენიმე საათში შალვა პაპუაშვილი სიტყვით გამოვა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე. პარლამენტის თავმჯდომარე ილაპარაკებს უკრაინასა და რუსულ აგრესიაზე. დღის განმავლობაში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან. საუბრის თემა იქნება საქართველოს ევროპული არჩევანი და ევროკომისიის 12 რეკომენდაცია. ქართულმა მხარემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეც იმსჯელა და ქვეყანაში დამკვირვებლების ჩამოსვლა მოითხოვა.