ბუქარესტში ევროატლანტიკური მედეგობის ცენტრის მრგვალი მაგიდა გაიმართა.
პოლიტიკურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილმა ილაპარაკა რა ვითარებაა რეგიონში და რა სჭირდება რეგიონს მშვიდობისთვის. ღონისძიებაში მონაწილეობამდე, პარლამენტის სპიკერი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. საქართველომ ღია და მყარი მხარდამჭერი გზავნილები რუმინეთის პარლამენტის მსგავსად, რუმინეთის მთავრობისგანაც მიიღო. რუმინეთი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერდა და უჭერს. ბუქარესტში პოლიტიკური დისკუსიის ნაწილია შავი ზღვის პოტენციალის გამოყენება. ამ ჭრილში აქცენტი საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობაზე კეთდება.