ევროპული ღირებულებები, ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვა და ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა – მთავარი გზავნილები და მასშტაბური ღონისძიება ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად. ამ მიზნით, „ქართული ოცნება“ მხარდამჭერებთან ერთად, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
ევროპული ღირებულებების გარდა, პარტიის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას მთავარი აქცენტი წარმატებულ ნაბიჯებსა და სამომავლოდ ევროპულ ოჯახში ინტეგრაციაზე გააკეთა. ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი ხელისუფების მმართველობასა და მათი მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებზეც ისაუბრა.