გაითვალისწინებენ თუ არა პოლიტიკოსები ბრიუსელის მოწოდებას – 8 ნოემბრის ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ მთავარი კითხვაა, ითანამშრომლებს თუ არა ოპოზიცია ხელისუფლებასთან იმ ცხრაპუნქტიანი დავალების შესასრულებლად, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაციის შემდეგ მისცა. მედია, სასამართლო რეფორმა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოება, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა – ეს მხოლოდ ნაწილია იმ ცხრაპუნქტიანი გზამკვლევიდან, რომლის გარშემო ევროკომისია ახლა ინკლუზიურ პროცესს და ხელისუფლების და მისი ოპონენტების ერთობლივ მუშაობას ითხოვს. მმართველი გუნდი ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობისთვის მზად არის, თუმცა 2022 წლის მაგალითის და სამუშაო ჯგუფებისგან გამიჯვნის გათვალისწინებით, პროცესს სკეპტიკურად უყურებს. ცალკეული გამონაკლისების გარდა თანამშრომლობის პერსპექტივას ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებიც არ აჩენს.