მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. პრემიერ-მინისტრმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი კარლ ჰარცელს პირადად გადასცა. 2 000-ზე მეტ შეკითხვაზე პასუხების გაცემისა და ბრიუსელში გადაგზავნის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება – დგება ევროკომისიის შეფასების დრო. სწორედ მის რეკომენდაციას დაეყრდნობა ევროპული საბჭო, რომელმაც პოლიტიკური კონსენსუსის გზით უნდა გადაწყვიტოს, იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.