საქართველოს ევროინტეგრაციის გზა

გავიხსენოთ რამდენიმე ეტაპად დაყოფილი პროცესი, რომელმაც ქვეყანა ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთებამდე მიიყვანა.

ევროგაერთიანებასთან მჭიდრო ურთიერთობები უკვე 30 წელს ითვლის. პირველი გარდამტეხი თარიღი კი 2010 წელი იყო, როდესაც სავიზო რეჟიმის გასამარტივებლად რეადმისიის და ვიზა-ფასილიტაციის შეთანხმება გაფორმდა. შემდეგ იყო ასოცირების შეთანხმების გაფორმება და უვიზო რეჟიმის ამოქმედება. 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება ქვეყანას ყველა სფეროში არაერთ ვალდებულებას, მთელი რიგი რეფორმების გატარებას და ქართული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებას აკისრებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გეგმის ნახევარზე მეტი უკვე შესრულებულია.

სალომე ქოქიაშვილი გაგვაცნობს, რა პროცედურები და ეტაპები გაიარა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნამდე.