საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ბელარუსის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის კეთილმეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე, რომლებიც ყოველწლიურად ვითარდება.
განიხილეს საკითხები თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა.
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ბელარუსში ვიზიტით იმყოფება.