საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში მიესალმებიან ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ვარლამ ლიპარტელიანის გადაწყვეტილებას – კარიერის პოლიტიკაში გაგრძელების თაობაზე. ინფორმაციას ფედერაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს: „მივესალმებით ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის ვარლამ ლიპარტელიანის გადაწყვეტილებას კარიერის პოლიტიკაში გაგრძელების თაობაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ მისი ყოფნა უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში დადებითად აისახება არა მხოლოდ ძიუდოს და სპორტის, არამედ ზოგადად ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე,“- აღნიშნულია განცხადებაში.