საქართველოს დღეები იაპონიაში დასრულდა. კულტურის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში გაიმართა ანსამბლ „ბასიანის“, ქუთაისის კამერული გუნდის, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, ასევე, ეთნოჯაზბენდ „ირიაოსა“ და ნეკა სებისკვერაძის კონცერტები; პანტომიმის თეატრმა წარმოადგინა სხვადასხვა სპექტაკლი. შეჯიბრებები გაიმართა მკლავჭიდში, კარატესა და ხრიდოლში; სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა.