„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ” 2016-2017 წლების ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შესახებ ანგარიში დღეს წარადგინა.
ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმით არ მომხდარა ისეთი აქტუალური საკითხების გათვალისწინება, როგორიცაა პროკურატურის საქმიანობის დამოუკიდებლობის გაზრდა, ღია, გამჭვირვალე და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული პროკურატურის სისტემის შექმნა და ინდივიდუალური პროკურორების საქმიანობის დამოუკიდებლობის გაზრდა.