ევროპული ოჯახი უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია, – ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რაც დღეს საქართველომ სტრასბურგიდან მიიღო.
ევროპარლამენტის საშემოდგომო სესიის ფორმატში მთავარი განსახილველი საკითხები უკრაინაში მიმდინარე ომი და ევროპის უსაფრთხოების კონტექსტია. პარალელურად, უკვე ორი დღეა, სტრასბურგში შეხვედრებს მართავს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია. ევროდეპუტატებს ქართული მხარე 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე და ამ კუთხით უკვე შესრულებულ სამუშაოზე ინფორმაციას აწვდის. უცვლელია დასავლელი პარტნიორების მოწოდებაც – ევროპარლამენტარები ქართველ პოლიტიკოსებს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებენ.
„მოამბე“ სტრასბურგიდან – ევროპარლამენტარებს სალომე ქოქიაშვილი ესაუბრა.