საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, გაეროს 74-ე ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ს ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების სახელმწიფო მდივანს, ალექს აზარს შეხვდნენ. ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილების აუცილებლობას და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას. ისაუბრეს ასევე პირველადი ჯანდაცვის რგოლზე, საყოველთაო ჯანდაცვისა და სადაზღვევო სისტემის განვითარებაზე.