საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობას კიდევ ერთი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ცხინვალის ე.წ. ციხეში მყოფი ზაზა გახელაძის საქმეზე ამჯერად დიდი ბრიტანეთის მაღალჩინოსანმა ისაუბრა. გაერთიანებული სამეფოს მინისტრი ევროპის სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში საქართველოში პირველად იმყოფება. ვენდი მორტონი ცოტა ხნის წინ წინ საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში ჩავიდა. როგორც დიპლომატი ამბობს, ოკუპაციის შედეგების და მავთულხლართების ნახვა მისი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ოკუპაციის გარდა დღევანდელი შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური ვითარება იყო.