„საქართველოს ციხე-სიმაგრეები ახალი შინაარსის მოლოდინში“ – თბილისში ამ სახელწოდების კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს ციხე-სიმაგრეების, კოშკების გალავნებისა და ციხე-დარბაზების მდგომარეობის შესწავლა და მათთვის ახალი პერსპექტივების განხილვა. კულტურული მემკვიდრეობის ფარგლებში ჯგუფმა შეისწავლა მართვის როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო მოდელები. მოკვლევის შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები აღსასრულებლად უკვე გადაეცა საქართველოს მთავრობას.