საქართველოს გოლფის ფედერაციის ორგანიზებით, ეროვნული ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც 30-მდე მოთამაშე მონაწილეობდა. ტურნირს „თბილისი ჰილსმა” უმასპინძლა. ქალებში პირველ ადგილზე თამარ ბეციაშვილი გავიდა, რომელმაც ტიტული შეინარჩუნა. კაცებში გამარჯვებული ზაურ გაბაიძე გახდა, რომელიც ასევე გასული წლის ჩემპიონია. დაჯილდოების ცერემონიალზე გამარჯვებულებს საპატიო პრიზები გადაეცათ. საქართველოს გოლფის ფედერაცია, რომელიც 2007 წელს დაარსდა, ევროპის გოლფის ასოციაციის წევრი 2014 წელს გახდა, ხოლო 2015 წლიდან, მსოფლიოს პირველი და ყველაზე პრესტიჟული გოლფ კლუბის წევრია. ფედერაციის მიზანი, საქართველოში ამ სპორტის პოპულარიზაცია და განვითარებაა.