აფროსნობაში საქართველოს ახალგაზრდული ღია ჩემპიონატი დასრულდა. ოპტიმისტის და ლაზერის კლასში პირველობისთვის თბილისის, ფოთის, ბათუმის და აზერბაიჯანის საიალქნო სკოლის 28 წარმომადგენელი იბრძოდა. ეს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. ტურნირი აფროსნობის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისის ზღვის კლუბში გაიმართა და მისი მხარდამჭერი კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყო.