საქართველოს ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი ეწვია
საქართველოს ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, ცვეტა კარაიანჩევამ პირველი შეხვედრა ქართველ კოლეგასთან ირაკლი კობახიძესთან გამართა. შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი საქართველოსა და ბულგარეთს შორის საპარლამენტო ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს.
დღეს, ირაკლი კობახიძემ და ცვეტა კარაიანჩევამ პრესისთვის ერთობლივი განცხადებაც გააკეთეს.