“საქართველოს ბიზნესგარემო კერძო სექტორის თვალით“ - ბიზნესასოციაციის კვლევა

“საქართველოს ბიზნესგარემო კერძო სექტორის თვალით“ – ამ საკითხზე კვლევის შედეგები ბიზნესასოციაციის წევრებმა პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს და თბილისის მერს გააცნეს.  კვლევაში მონაწილეობა ასოციაციის წევრმა 70-მა კომპანიამ მიიღო.

როგორც შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, მათ დახურულ კარს მიღმა ბიზნესგარემო  ძირითადად დადებითად შეაფასეს, განსაკუთრებით კი მოგების გადასახადის ტრანსფორმაცია, რომელიც უკვე აისახა ბიზნესზე. თუმცა, დაასახელეს გამოწვევებიც, რომელთა მოგვარების იმედი მთავრობასთან კომუნიკაციით და თანამშრომლობით აქვთ. გამოწვევებს შორის დასახელდა – ლარის კურსის რყევა, გაჭიანურებული სასამართლო დავები, ბიზნესში დასაქმებულთა კომპეტენცია. ბიზნესმენები მთავრობასთან შეთანხმდნენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მათ შეეხებათ, მათთანვე უნდა განიხილონ.

ბიზნესასოციაცია გეგმავს, რომ  მსგავსი კვლევა მომდევნო წლებშიც ჩაატაროს.