კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ახალგაზრდობის სააგენტო საგრანტო კონკურსს, „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერო-ში“ აცხადებს.
პროექტი პროგრამის, „გაეროში ახალგაზრდა დელეგატები“ ნაწილია, რომელიც კონკურსის გავლის შედეგად შერჩეული წარმომადგენლისთვის ერთწლიანი მანდატის მინიჭებას და 20 000 ლარით დაფინანსებას გულისხმობს. დაინტერესებულ პირებს, საკონკურსო განაცხადების წარდგენა მიმდინარე წლის 29 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ.