საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევრო 2025-ის პლეიოფში ხორვატიას დაუპირისპირდება – წილისყრა უეფა-ს ოფისში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა. რამაზ სვანაძის გუნდმა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეორე ადგილი დაიკავა და ისტორიულ შედეგს მიაღწია – გუნდს ზედიზედ მეორედ აქვს შანსი ფინალურ ტურნირზე ითამაშოს. საქართველოს ნაკრები პლეიოფის ორმატჩიან დაპირისპირებებს 14-19 ნოემბრის შუალედში გამართავს. ახალგაზრდა „ჯვაროსნები“ პირველ მატჩს შინ ჩაატარებენ, ხოლო მეორეს – გასვლაზე. პლეიოფის სამი წყვილის გამარჯვებული ითამაშებს ევრო 2025-ის ფინალურ ეტაპზე, რომელიც სლოვაკეთში 11-დან 28 ივნისამდე გაიმართება.