საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ხორვატიიდან დაბრუნდა. ახალგაზრდა „ჯვაროსნებმა“ რიეკაში 21-წლამდელ ევრო 2025-ის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში, ხორვატია თერთმეტ-მეტრიანების სერიაში დაამარცხეს და ზედიზედ მეორედ, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს. ფეხბურთელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ. ევროპის ჩემპიონატი 2025 წლის 11-დან 28 ივლისამდე სლოვაკეთში გაიმართება. 16 ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. ტურნირის წილის ყრას 3 დეკემბერს, სლოვაკეთის დედაქალაქი, ბრატისლავა უმასპინძლებს.