ისტორიული დღე და გამარჯვება სტრასბურგის სასამართლოში. 2008 წლის ომის საქმეზე, ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ რუსეთი გაამტყუნა. დადგინდა, რომ 12 წლის წინ, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ტერიტორიაზე დაარღვია ადამიანის ძირითადი უფლებების კონვენციის არაერთი მუხლი. სასამართლოს დიდი პალატის მიერ, ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა. სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის. სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის.
სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისთვის და სხვა არაერთი დარღვევისათვის.